Sunday, June 28, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე


    დღეს დასრულდა ტრენინგი თემაზე: ,,ინტელის სასწავლო კურსი,პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ისტ -ს  ინტეგრირება".გავიარეთ მერვე მოდული: სასწავლო პროექტის დაგეგმვა,პროექტებით სწავლება, სასწავლო ნიმუშის შექმნა მოსწავლეთა პროექტის შეფასება.ბოლოს გავაკეთეთ  სასწავლო პროექტის  პორტფოლიოს  ჩვენება.
    ვთვლი,რომ პროექტებით სწავლება დიდ შრომას მოითხოვს,თუმცა მიღებული შედეგი ამართლებს.მოსწავლეები  ეჩვევიან კომუნიკაციას,თანამშრომლობას,სხვისი აზრის მოსმენის პატივისცემის შეფასებისა და გაზიარების უნარს.
    ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ტრენერთან  ქალბატონ დიანა მიქაძესთან მუშაობა.ყოველი დღე იყო დატვირთული,გადმოგვცემდა თავის ცოდნასა და გამოცდილებას მაღალკვალიფიციურ  დონეზე,სიღრმისეულად.ვისურვებდი კიდევ შევხვდე მას ახალ ტრენინგზე სამუშაოდ.
   მზად ვარ მიღებული ცოდნა გამოვიყენო სასწავლო პროცესში და გავაკეთო  პროექტ-გაკვეთილი.
ტრენინგის მერვე დღე


    დღე იყო საინტერესო და დატვირთული.ვიმუშავეთ მეშვიდე მოდულზე,გავეცანით ფასილიტაციას;კითხვების დასმის სტრატეგიას.სისრულეში მოვიყვანეთ ჩვენი მასალა.ბლოგზე ავტვირთეთ ასატვირთი მასალა.გავაკეთეთ უკუკავშირი ერთმანეთის ბლოგზე.
    ტრენინგის მიწურულს შემიძლია ვთქვა,რომ შევძლებ პროექტების გაკეთებას და ამისთვის ვიქნები მობილიზებული.
ტრენინგის მეშვიდე დღე


    დღევანდელი დღე იყო საინტერესო.გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო პრეზენტაციას.ჯგუფის წევრებისგან მივიღე უკუკავშირი.მოვახდინე ზოგიერთი დეტალის დახვეწა და შეცვლა.
     გავეცანით მეხუთე მოდულს,სადაცსაუბარი იყო შეფასებების რუბრიკებზე.გავეცანით თვითშეფასების რეფლექსიას,კოლაბორაციულ შეფასებას.გადავხედე პროექტის მახასიათებელ ჩეკლისტს.გავეცანით ფორმატს თუ როგორ ხდება საინფორმაციო ბიულეტენზე ქულების მინიჭება.
     შევიმუშავეთ ჩვენი პროექტისთვის შესაბამისი და გამოსადეგი რუბრიკა.
     გავეცანით სპეციალური შესაძლებლობების მოსწავლეებთან მუშაობის პრინციპზე.ასევე მოდულ ექვსზე.
     ინფორმაცია მივიღეთ Google  drive-ის მუშაობის პრინციპზე.

ტრენინგის მეექვსე დღე

  გავაუმჯობესე პრეზენტაციის გეგმა და დავხვეწე.გავიხსენეთ საავტორო უფლებების საკითხი.
  გავეცანით მეოთხე მოდულს,თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტი,რომ ის იყოს უსაფრთხო და არ შევიდეთ შეცდომაში.ვიმუშავეთ პორთფოლიოზე.
   გავეცანით მოსწავლეთა ნაშრომების ნიმუშებს.მოსწავლეთა თვალით დანახულ ნიმუშზე დავიწყეთ მუშაობა.
ტრენინგის მეხუთე დღე

  გავეცანით საავტორო უფლებების დაცვასა და გამოყენებას.გავიგეთ თუ რისთვისაა საჭირო და რატომ უნდა მოვეკიდოთ სიფრთხილით თითოეული დეტალის გამოყენებას.
  ვისწავლეთ კომენტარის გაკეთება ვორდში,რაც გამოგვადგება მოსწავლეთა ნაშრომების შეფასებისას.
   ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შექმნაზე,ვნახეთ მისი ნიმუშები.
ტრენინგის მეოთხე დღეს გავარჩიეთ ერთმანეთის გეგმები.გავაკეთეთ უკუკავშირი და მოვარგეთ ჩვენს შეკითხვებს.გავეცანით შეფასების რუბრიკებსა და  სტრატეგიებს
და მათ მეთოდებს.ჩემთვის საინტერესო იყო შეფასების ხუთი სტრატეგიის გაცნობა.ვისაუბრეთ განმავითარებელ და შემაჯამებელ შეფასებაზე.