ტრენინგის მეცხრე დღე
დღეს დასრულდა ტრენინგი თემაზე: ,,ინტელის სასწავლო კურსი,პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ისტ -ს ინტეგრირება".გავიარეთ მერვე მოდული: სასწავლო პროექტის დაგეგმვა,პროექტებით სწავლება, სასწავლო ნიმუშის შექმნა მოსწავლეთა პროექტის შეფასება.ბოლოს გავაკეთეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება.
ვთვლი,რომ პროექტებით სწავლება დიდ შრომას მოითხოვს,თუმცა მიღებული შედეგი ამართლებს.მოსწავლეები ეჩვევიან კომუნიკაციას,თანამშრომლობას,სხვისი აზრის მოსმენის პატივისცემის შეფასებისა და გაზიარების უნარს.
ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ტრენერთან ქალბატონ დიანა მიქაძესთან მუშაობა.ყოველი დღე იყო დატვირთული,გადმოგვცემდა თავის ცოდნასა და გამოცდილებას მაღალკვალიფიციურ დონეზე,სიღრმისეულად.ვისურვებდი კიდევ შევხვდე მას ახალ ტრენინგზე სამუშაოდ.
მზად ვარ მიღებული ცოდნა გამოვიყენო სასწავლო პროცესში და გავაკეთო პროექტ-გაკვეთილი.
No comments:
Post a Comment