ტრენინგის მეცხრე დღე
დღეს დასრულდა ტრენინგი თემაზე: ,,ინტელის სასწავლო კურსი,პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ისტ -ს ინტეგრირება".გავიარეთ მერვე მოდული: სასწავლო პროექტის დაგეგმვა,პროექტებით სწავლება, სასწავლო ნიმუშის შექმნა მოსწავლეთა პროექტის შეფასება.ბოლოს გავაკეთეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება.
ვთვლი,რომ პროექტებით სწავლება დიდ შრომას მოითხოვს,თუმცა მიღებული შედეგი ამართლებს.მოსწავლეები ეჩვევიან კომუნიკაციას,თანამშრომლობას,სხვისი აზრის მოსმენის პატივისცემის შეფასებისა და გაზიარების უნარს.
ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ტრენერთან ქალბატონ დიანა მიქაძესთან მუშაობა.ყოველი დღე იყო დატვირთული,გადმოგვცემდა თავის ცოდნასა და გამოცდილებას მაღალკვალიფიციურ დონეზე,სიღრმისეულად.ვისურვებდი კიდევ შევხვდე მას ახალ ტრენინგზე სამუშაოდ.
მზად ვარ მიღებული ცოდნა გამოვიყენო სასწავლო პროცესში და გავაკეთო პროექტ-გაკვეთილი.
Sunday, June 28, 2015
ტრენინგის მერვე დღე
დღე იყო საინტერესო და დატვირთული.ვიმუშავეთ მეშვიდე მოდულზე,გავეცანით ფასილიტაციას;კითხვების დასმის სტრატეგიას.სისრულეში მოვიყვანეთ ჩვენი მასალა.ბლოგზე ავტვირთეთ ასატვირთი მასალა.გავაკეთეთ უკუკავშირი ერთმანეთის ბლოგზე.
ტრენინგის მიწურულს შემიძლია ვთქვა,რომ შევძლებ პროექტების გაკეთებას და ამისთვის ვიქნები მობილიზებული.

ტრენინგის მეშვიდე დღე
დღევანდელი დღე იყო საინტერესო.გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო პრეზენტაციას.ჯგუფის წევრებისგან მივიღე უკუკავშირი.მოვახდინე ზოგიერთი დეტალის დახვეწა და შეცვლა.
გავეცანით მეხუთე მოდულს,სადაცსაუბარი იყო შეფასებების რუბრიკებზე.გავეცანით თვითშეფასების რეფლექსიას,კოლაბორაციულ შეფასებას.გადავხედე პროექტის მახასიათებელ ჩეკლისტს.გავეცანით ფორმატს თუ როგორ ხდება საინფორმაციო ბიულეტენზე ქულების მინიჭება.
შევიმუშავეთ ჩვენი პროექტისთვის შესაბამისი და გამოსადეგი რუბრიკა.
გავეცანით სპეციალური შესაძლებლობების მოსწავლეებთან მუშაობის პრინციპზე.ასევე მოდულ ექვსზე.
ინფორმაცია მივიღეთ Google drive-ის მუშაობის პრინციპზე.

ტრენინგის მეექვსე დღე
გავაუმჯობესე პრეზენტაციის გეგმა და დავხვეწე.გავიხსენეთ საავტორო უფლებების საკითხი.
გავეცანით მეოთხე მოდულს,თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტი,რომ ის იყოს უსაფრთხო და არ შევიდეთ შეცდომაში.ვიმუშავეთ პორთფოლიოზე.
გავეცანით მოსწავლეთა ნაშრომების ნიმუშებს.მოსწავლეთა თვალით დანახულ ნიმუშზე დავიწყეთ მუშაობა.

ტრენინგის მეხუთე დღე
გავეცანით საავტორო უფლებების დაცვასა და გამოყენებას.გავიგეთ თუ რისთვისაა საჭირო და რატომ უნდა მოვეკიდოთ სიფრთხილით თითოეული დეტალის გამოყენებას.
ვისწავლეთ კომენტარის გაკეთება ვორდში,რაც გამოგვადგება მოსწავლეთა ნაშრომების შეფასებისას.
ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შექმნაზე,ვნახეთ მისი ნიმუშები.

ტრენინგის მესამე დღე
მესამე დღეს ვისწავლეთ ბლოგზე ფერების შეცვლა,დიზაინი.ერთმანეთს გავუგზავნეთ კომენტარები.ვიმუშავეთ ბროშურაზე. ვისაუბრეთ სტანდარტებზე დამათი გათვალისწინების აუცილებლობაზე.გამოიკვეთა მიზნები,თუ რა გვსურს,რა უნდა ისწავლონ პროექტით მოსწავლეებმა.
ვისწავლეთ ბუკლეტის შექმნა.მაკრატლის გამოყენება და ვთვლი, რომ მაკრატელს გამოვიყენებ საჭიროების შემთხვევაში.დღეს ბლოგზე ავტვირთე ბუკლეტი.

ტრენინგის პირველი მეორე დღე
ტრენინგის პირველი დღე იყო გაცნობითი ხასიათის.საინტერესო
იყო პროგრამა,რომელიც ტრენინგის მსვლელობისას უნდა გავიაროთ.ტრენინგში მონაწილე პედაგოგები
არიან ნაცნობები და საინტერესოა მათთან ერთად მუშაობა.ტრენერი არის მაღალკვალიფიციური
სპეციალისტი,რაც გვაძლევს იმის საშუალებას,რომ კიდევ უფრო ავიმაღლოთ ცოდნა.
პირველ დღეს გავეცანით საქაღალდეების სტრუქტურას,ელექტრონულ
წიგნში ნავიგაციას,შეფასების რუბრიკებსა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. ჩემთვის ახალი
და საინტერესო იყო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების საკითხი.ვთვლი,რომ მეც და ჩემს მოსწავლეებს
დაგვეხმარება ძირითადი თემების სიღრმისეულ გაცნობა - გაგებაში.
Subscribe to:
Posts (Atom)